დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ხოშტარია განმარტავს, მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით 5 სტიკერის გაკვრაა.
"5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის.
დღეს "დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის "თვითნებურად განთავსების" გამო.
პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა". - წერს ხოშტარია.