რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

შეხვედრაზე ლიდერებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

ზელენსკიმ ფინეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა სამხედრო მხარდაჭერისთვისა და მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.  

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკის პირადად ვხვდები. თქვენ სიმამაცისა და გაბედულობის, ევროპის უკეთესი მომავლის სიმბოლო ხართ.  ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის გეგმას და გვსურს მისი ამოქმედება. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ქვეყნებში, ევროატლანტიკურ ოჯახში მშვიდობის, სიმშვიდისა და კეთილდღეობის დამყარების ერთადერთი გზა. გვსურს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს". - აღნიშნა შეხვედრაზე სანა მარინმა. 

სანა მარინის ვიზიტთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით €29 მილიონის ოდენობით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. 

კომენტარები