ახლო აღმოსავლეთი

საუდის არაბეთი და ირანი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

შვიდ წლიანი დაძაბული ვითარების შემდეგ, საუდის არაბეთი და ირანი დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა ჩინეთში, ორი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად.

თეირანი და რიადი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და საელჩოების გახსნაზე ორი თვის ვადაში შეთანხმდნენ. 

"შეთანხმება მოიცავს მათ დასტურს, სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემასა და საშინაო პოლიტიკაში ჩაურევლობაზე". – ვკითხულობთ ირანის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის საერთ განცხადებაში.

ირანი და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული ერთმანეთის მეტოქე სახელმწიფოები არიან და ორივე მათგანი რეგიონის დომინანტ ძალად ჩამოყალიბისკენ მიისწრაფის. 

საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან 2016 წელს გაწყვიტა, როდესაც თეირანში მდებარე მის საელჩოს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

"სამეზობლო პოლიტიკა, როგორც ირანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთავარი აქსისი, სწორი მიმართულებით მიდის და დიპლომატიური აპარატი აქტიურად ემზადება დამატებით რეგიონალური ნაბიჯებისთვის". – წერს ამირაბდოლაჰიანი twitter-ზე. 

აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობაზე, ვინაიდან ირანი და ისრაელი ერთმანეთის მტერი სახელმწიფოები არიან. 

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები