რუსული კანონი

ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა, პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა, მასთან ერთად დაკავებული, პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და ჰოსპიტალიზებულია.

ადვოკატმა სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 5 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

პარტის წევრები 7 მარტს დააკავეს. დაკავებულთა თქმით, სამართალდამცავები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

კომენტარები