გირჩი - მეტი თავსუფლების წევრს, ნიკა მოსიაშვილს, რომელიც 7 მარტს პარტიის ლიდერთან, ზურა ჯაფარიძესთან ერთად დააკავეს, ტვინის შერყევა დაუდგინდა. ამის შესახებ Facebook-ზე მისი ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი წერს. დაკავებულ ჯაფარიძესა და მოსიაშვილს სამართალდამცავებმა სცემეს.
"ნიკა მოსიაშვილს დაუდასტურდა ტვინის შერყევა. შაბათამდე ჰოსპიტალიზებული იქნება". - წერს ადვოკატი.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ, 10 მარტისთვის გადაიდო.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.
მშვიდობიანი აქცია ამდრომდე გრძელდება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



