ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ პუტინისტური ალტ-ინფოს წევრები მის ცოლ-შვილს თავს დაესხნენ.
“დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩემს ცოლ-შვილს ალტ-ინფო დაესხა თავს. ისინი მანქანაში ისხდნენ და მანქანაში მსხდომებს დაესხნენ ეს ვაჟკაცები თავს”. - ამბობს დავით ქაცარავა.
ქაცარავა თავდამსხმელებს მოუწოდებს, შეხვდნენ და ბოდიში მოუხადონ.
მანამდე ქაცარავამ Facebook Live-ში თქვა, რომ თავდასხმისას მანქანა დაზიანდა.