დავით ქაცარავა

ქაცარავა: 20 აგვისტოს "ტიტუშკების" თავდასხმაზე ბრალი დღეს მე წარმიდგინეს

რეგინფო

მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი წარუდგინეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს. ქაცარავას თქმით, საქმე 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში მომხდარ ინციდენტს ეხება.

"ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკები დამესხნენ თავს. მას შემდეგ გავიდა 5 თვე. გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს "საგამოძიებო მოქმედებაზე", იგივე ამოცნობაზე.
რა თქმა უნდა, დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი. ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც" - ამბობს ქაცარავა და აღნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს.

"ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას" - ამბობს ქაცარავა.

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

კომენტარები