რუსული კანონი

Freedom House: შეშფოთებულები ვართ, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო

Freedom House რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის მიმდინარეობის შესახებ წერს, რომ "მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა" იქნას. 

"შეშფოთებულები ვართ, საქართველოში აგენტების კანონპროექტზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს მოლოტოვის კოქტეილებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან.

ასევე ვიმეორებთ შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით და კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს". - ვკითხულობთ Freedom House-ის განცხადებაში. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები