რუსული კანონი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარია მივიდა

მთავარი არხი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მივიდა. კადრი მთავარმა არხმა გაავრცელა.

მოქალაქეები უცხოელ აგენტებზე რუსულ კანონს აპროტესტებენ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 8 მარტსაც იმართება.

კომენტარები