რუსული კანონი

PACE-ის მომხსენებლები: პარლამენტმა კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს

"როგორც უკვე განვაცხადეთ, კანონპროექტი ამჟამინდელი ფორმით აჩენს სერიოზულ შეკითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან თავსებადობასთან დაკავშირებით. მისი გუშინ დაჩქარებულად მიღებამ, დიალოგისა და შესაბამის მხარეებთან შესაფერისი კონსულტაციებოს გარეშე, მხოლოდ უფრო გაზარდა ღრმა დაყოფა და პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციასა ევროინტეგრაციას". – ამბობენ თანამომხსენებლები. 

მათი თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიის შესაბამისი შეფასების გარეშე არ უნდა შევიდეს ძალაში და სრულად უნდა გაითვალისწინონ კომისიის წუხილები და რეკომენდაციები.

"ვენეციის კომისიის ასეთი მოსაზრების შემთხვევაშიც, ჩვენთვის არაა ნათელი როგორ იქნება ეს საკმარისი, კანონპროექტის მიერ გამო, ქართული საზოგადოების ღრმა დაყოფისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის მოსაგვარებლად. ჩვენ, შესაბამისად, მკაცრად გთავაზობთ, რომ პარლამენტმა საკუთარი დღის წესრიგიდან ამ კანონპროექტის სრულად ამოღება განიხილოს". – აცხადებენ PACE-ის წარმომადგენლები.

თანამომხსენებლებმა საქართველოს მთავრობას მშვიდობიანი პროტესტის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები