რუსული კანონი

ვაშაძე ოცნებას: კანონის გასაწვევად და დაკავებულების გასათავისუფლებლად ერთ საათს გაძლევთ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქართულ ოცნებას ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელონ და გუშინ დაკავებულები გაათავისუფლონ.

"1) დაუყოვნებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან;  2) ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააკავეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული;

ზუსტად 1 საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯი იქნება ეს, 1 საათში".- თქვა ვაშაძემ. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 8 მარტსაც იმართება.

კომენტარები