პუტინისტური ჯგუფები

პარლამენტთან პუტინისტი ორკები “ჯვრის დასაცავად” შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტთან პუტინისტი ორკები “ჯვრის დასაცავად” შეიკრიბნენ. პუტინისტური და ძალადობრივი ალტ-ინფოს მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მივიდნენ.

პუტინისტი და ძალადობრივი ალტ-ინფოს მხარდამჭერის, გიორგი ოძელაშვილის თქმით, 7 მარტს რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართული ჯვრის მოგლეჯვას ცდილობდნენ. "ნამდვილ ვაჟკაცებს გელოდებით ჯვართან ჩვენი ღირსების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ნამდვილ ღირსებას და ეს უნდა ვანახოთ. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს". - დაწერა ფეისბუქის გვერდზე ოძელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა პუტინისტი მოძალადეები იმყოფებიან, დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები