პუტინისტური ჯგუფები

ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

პუტინისტური ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

მახარაძე ამბობს, რომ "გოგოსთან მიმოწერისა და ინტიმური ურთიერთობის" კადრებით აშანტაჟებენ, ამიტომ ის პუტინისტების ბრძოლის წინა ხაზზე აღარ იქნება.

მახარაძემ ეთერში არ დააკონკრეტა მათ ვინაობას, ვინც მას აშანტაჟებს და ბოდიშს იხდის, რომ "მოწოდების სიმაღლეზე" ვერ აღმოჩნდა.

"არის დრო – ავხსნი, რატომ არის საჭირო, მხარდამჭერებს ავუხსნა, რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს, რადგან მნიშვნელოვანია – იმის გასაგებადაც, ჩვენი საქმე რამდენად მნიშვნელოვანია. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც – ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ". – ამბობს ზურა მახარაძე. 

ზურა მახარაძემ საჯარო კარიერა ივანიშვილის პროპაგანდისტულ POST TV-ში დაიწყო. მას მერე ის არაერთი ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მონაწილეა.

კომენტარები