პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 პუტინისტი დააკავა. ისინი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას ეწინააღმდეგებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გუშინ, პირველ ივლისს ასევე დააკავეს 26 პირი, მათ შორის ზურაბ მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.