რუსული კანონი

ნუ გადალახავთ ამ წითელ ხაზს – ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ კანონზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, მაიკლ როსის თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტი, ერთი მხრივ, საჩუქარია რუსეთისთვის, მეორე მხრივ, "პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის ევროკავშირის არჩევნისთვის". 

"ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. სისულე! ძალიან შეშფოთებული ვარ, საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტით. ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის ევროკავშირის არჩევნისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლამენტო, ნუ გადალახავთ ამ წითელ ხაზს". - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როსი. 

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები