კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე რუსულ კანონზე: საწინააღმდეგო პატიოსნად მოფიქრალ ადამიანს, ვერაფერი უნდა ჰქონდეს

როდესაც შენ აგინებ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას და შენ ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა,  რევოლუციურ სცენარში, ომში ჩართვა გინდა და ამიტომ კამპანიას აძლიერებ და ვიცით, რომ გაორმაგებულ ენერგიას გაორმაგებული ფინანსები სჭირდება და ჩვენ ვეუბნებით მათ - ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, კეთილშობილურ მიზნებს კი არა, ამისი გამჭვირვალობა უზრუნველყოთ. ამის საწინააღმდეგო პატიოსნად მოფიქრალ ადამიანს, სამშობლოს მიყვარულს, ვერაფერი უნდა ჰქონდეს...

მაინცდამაინც დასავლეთისკენ რატომ იშვერენ ხელს, ეს თვითონ მოიკოითხონ, რადგან ყველა მხრიდან მოდის საფრთხე, აბსოლუტურად ყველა მხრიდან. გაცილებით, 10-ჯერ მეტი ჩრდილოეთიდან, ყველა მხრიდან ფინანსდებიან გარკვეული ექსტრემისტული მოძრაობები. ამის გამჭვირვალობაზეა საუბარი. 

ამბობს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული რუსული კანონპროექტები პლენარულ სესიაზე 9 მარტს გავა. 

კომენტარები