კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მელია: უნდა გავიგოთ, რომ დღეს, ეროვნული და ევროპული ინტერესი არის ერთი და იგივე

აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა სანქციები ამ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატებს, ეს ამინდს ვერ შეცვლის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიცოდეთ, დღეიდან იწყება პროცესი. როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი დღე, მივაღებინებთ თუ არ მივაღებინებთ ამ კანონს, ხვალ, ზეგ იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. ამიტომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, სამსახურების დასრულების შემდეგ, უნდ აშემოუერთდეს ქართველ ხალხს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მეც ხალხთან ერთად ვარ და აქ დგომით ვამაყობთ დღეს ყველანი. ვისაც აქვს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს თბილისში. იცხოვროს ნათესავთან მომდევნო დღეების, კვირეების განმავლობაში. ეს პროცესი ისტორიული პროცესია. აქ შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით ჩვენი დამარცხება, ან მრავალი ათწლეულით არა, ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა. ეროვნული და ევორპული ინტერესი დღეს არის ერთი და იგივე, ეს უნდა გავიგოთ. 

ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები