ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის.
კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ
შაჰინი "აგენტებზე": რუსეთის მსგავსი კანონის ანარეკლია, საერთოდ არ ჰგავს აშშ-ს კანონს
tbl.ge/6alf
დაკოპირდა
თქვა აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ჯინ შაჰინირუსული კანონისაქართველო-აშშსენატიქართული ოცნებაკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ
ამავე თემაზე
- ნოდია: ხალხმა დაამარცხა რუსული კანონი, მაგრამ რუსული ხელისუფლება ჯერ დასამარცხებელია
- მმკ-ის მღვდლები აშშ-ზე: სკამშერყეული ჰეგემონი ცდილობს საქართველოში დიქტატურის დამყარებას
- პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
- ხაბეიშვილი: პარტიული მიკერძოებები გადადეთ გვერდით, ვკარგავთ ქვეყანას, გამოდით გარეთ
- მელია: უნდა გავიგოთ, რომ დღეს, ეროვნული და ევროპული ინტერესი არის ერთი და იგივე