სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

ავარიის შემდეგ ათენში გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

REUTERS/Alkis Konstantinidis

5 მარტს ათენში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირე შეტაკება მოხდა

დემონსტრაციები სარკინიგზო ავარიას მოჰყვა, რომლის შედეგადაც 57-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 

პროტესტის ნიშნად მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ათენში მიმდინარე საპროტესტო აქციებს 10 000-ობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი შეუერთდა. ისინი სატრანსპორტო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვას მოითხოვენ. 


სამგზავრო მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა.

2023 წლის 1-ელ მარტს საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლისი გადადგა.

გადადგომამდე ტრანსპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ უბედური შემთხვევის გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა.

კომენტარები