სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

სარკინიგზო ავარია საბერძნეთში – სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

REUTERS/Alexandros Avramidis

საბერძნეთში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა. სახანძრო ბრიგადა ადგილზე მუშაობას აგრძელებს.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის თქმით, ავარიის შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ხოლო ორი ვაგონი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, "თითქმის მთლიანად განადგურდა“.

"მატარებლები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. ერთმა მძღოლმა არ იცოდა, რომ მეორე მოდიოდა", - თქვა გუბერნატორმა.

დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სალონიკში ავტობუსებით. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მან გაქცევა მოახერხა მას შემდეგ, რაც მატარებლის ფანჯარა თავისი ჩემოდნით ჩაამტვრია.

კომენტარები