2023 წელს გარდაცვლილები

61 წლის ასაკში მსახიობი ტომ საიზმორი გარდაიცვალა

Befunky

61 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ტომ საიზმორი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

"უდიდესი წუხილით გამცნობთ, რომ ტომას ედვარდ საიზმორი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გვერდით იმყოფებოდა ძმა პოლი და ტყუპი შვილები ჯეიდენი და ჯაგერი". – წერს მსახიობის წარმომადგენელი ჩარლზ ლაგო.

18 თებერვალს მსახიობი ლოს-ანჯელესის სახლში გონებადაკარგული იპოვეს. საიზმორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც აღმოჩნდა მას ტვინის ანევრიზმა ჰქონდა. 27 თებერვალს ლაგომ განაცხადა, რომ მსახიობის გადარჩენა შეუძლებელია და ექიმებმა ოჯახის აპარატიდან გათიშვა ურჩიეს. 

ტომ საიზმორს მაყურებელი მეორეხარისხოვანი როლებით იცნობს. მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟები არიან სერჟანტი მაიკ ჰორვატი საომარი დრამიდან Saving Private Ryan და მძარცველი მაიკლ ჩერიტო მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან Heatშესრულებული აქვს როლები ფილმებში: Bringing Out the Dead, Pearl Harbor, Black Hawk Dawn, Flyboys, Red, Point Break, Lock Up, Blue Steel, Born on the Fourth of July. 

სხვადასხვა დროს იყო ამერიკის მსახიობთა კინოგილდიის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.

კომენტარები