რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: 29 ქვეყნის კოალიცია რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კოალიცია, რომელიც ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს, ამჟამად 29 ქვეყანას მოიცავს.

"თუ ტრიბუნალის შესახებ საუბარმა თავიდან დიდი ენთუზიაზმი არ გამოიწვია და აბსტრაქტული იყო, ახლა ჩვენ შევქმენით ქვეყნების კოალიცია, რომელიც მომავალი ტრიბუნალის დეტალებზე მუშაობენ". - თქვა კულებამ.

ამასთანავე, კულებამ დასძინა, რომ კოალიციის წევრებს შორის არის ერთი ლათინური ამერიკის ქვეყანა და სულ რაღაც ერთ თვეში ქვეყნების რაოდენობა რვით გაიზარდა.

კულებამ აღნიშნა, რომ კოალიციის მეორე შეხვედრა 21-22 მარტს სტრასბურგში გაიმართება.

ცნობილია, რომ 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე. შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შედგება რამდენიმე ევროპული სასამართლო ორგანოსგან. მისი მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) შეუძლია განიხილოს ცალკეული პირების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, მას არ აქვს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულის დევნასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეით გამოდის.

კომენტარები