რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას $400 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის – REUTERS

HIMARS-ის დანაყოფის მეთაური, ზედმეტსახელად კუზია HIMARS-თან. აღმოსავლეთ უკრაინა, 2022 წლის 1-ელი ივლისი.
Anastasia Vlasova for The Washington Post

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს, 3 მარტს გამოაცხადებს. Reuter-ის ცნობით, დახმარება 400 მილიონი დოლარის ღირებულებისაა

უკრაინის დახმარება მთავარი თემა იქნება პრეზიდენტი, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე. 

Reuters-ის ინფორმაციით, პაკეტში, სავარაუდოდ, შევა უფრო მეტი მრავალჯერადი გაშვების რაკეტები HIMARS-ებისთვის და აღჭურვილობა Bradley-ის საბრძოლო მანქანებისთვის.

მანამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერს, ჯონ კირბის არ უთქვამს, რა არის პაკეტის ზუსტი ღირებულება, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალები მალე იქნება ცნობილი.

კომენტარები