25 თებერვალი

ბოკერია ღარიბაშვილზე: სრულიად დეგრადირებული უნდა იყო, რომ პრემიერმა მტერი არ ახსენო

სრულიად დეგრადირებული უნდა იყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთო - როცა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გქვია, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებაში არ ახსენო მტერი, ვინც მაშინ დაგვანგრია და ათწლეულობით ჯოჯოხეთში მოახვედრა ჩვენი ქვეყანა, წაგვართვა სახელმწიფოებრიობა და ვინც დღესაც ჩვენი მტერი, ოკუპანტია, სურს ჩვენი განადგურება.

არ ახსენებს [რუსეთს] და თან ამბობს, ამ მოვლენამ შეცვალა ქვეყნის განვითარებაო - ასე აფასებს ამ ყველაფერს. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს განცხადებაც კი საკმარია, რომ მივხვდეთ, როგორი სამარცხვინო, პუტინისტური სულისკვეთების მქონე რეჟიმი ჰყავს თავს მოხვეული ჩვენთვის ივანიშვილის ღარიბაშვილის სახით.

ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც რუსეთი ერთხელაც არ არის ნახსენები. 

კომენტარები