25 თებერვალი

ბოკერია: მომავლის წინაშე ვალდებული ვართ, ვითარება სამშვიდობოს გასასვლელად გამოვიყენოთ

102 წლის წინ ამ ადამიანების მიერ, საქართველოს მიერ გაწეული მსხვერპლი სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობა შეგვენარჩუნებინა და შემდგომში თაობებს ჭაობში, რეპრესიებსა და სისხლში ცხოვრება მოუწიათ. ამ ადამიანების მსხვერპლმა მოგვცა ჩვენ მორალური საყრდენი, რომ თავისუფლება აღგვედგინა და გვაძლევს საყრდენს მომავლისთვის. 

მაშინ, როცა ამ ხალხმა სიცოცხლე შესწირა ჩვენს სამშობლოს, გეოპოლიტიკური ვითარება არ იყო ჩვენთვის სასარგებლო და ტრაგედიის მთავარი მიზეზიც ეს იყო. დღეს იცვლება ეს ვითარება ჩვენი ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ, მათი ხსოვნა და ჩვენი მომავლის საფუძველი უნდა გახდეს დღეს საქართველოს მიერ გაკეთებული არჩევანი. ჩვენ ვალდებულნი ვართ მათი ხსოვნისა და მომავლის წინაშე, რომ ახლა ეს ვითარება გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განსამტკიცებლად და თავისუფლების სამშვიდობოს გასასვლელად.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საბჭოთა ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით. ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგეს.

კომენტარები