25 თებერვალი

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე  დროშები დაეშვა.  

საქართველოს დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე. 

დროშა დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობაზეც. 

სახელმწიფო დროშა დაეშვა თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე.

საქართველოს დროშები დაეშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზეც. 

1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ამ დღეს დაიწყო საქართველოს სამოცდაათწლიანი გასაბჭოება.

კომენტარები