საქართველო-ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო "აგენტების კანონზე": უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსთან ურთიერთობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი / 1tv.ge

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ე.წ. აგენტების კანონს და მოუწოდებს პარალემნტარებს, არ წავიდნენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და არ მიიღონ ეს კანონი. 

"შემაშფოთებელია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს „უცხოური აგენტად“ განსაზღვრავს. ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებები წინააღმდეგ. ეს [კანონპროექტი] უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ დემოკრატიული ინტერესების მიხედვით". ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე. 

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები