საქართველო-ნორვეგია

კობახიძე: ბრეივიკმა 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააკაშვილმა კი ასეულობით ადამიანის

რა თქმა უნდა, ეს ცინიზმია. მნიშვნელობა არ აქვს, ამ ჯილდოს ვინ ანიჭებს, ეს პარტია EPP-სთან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს უბრალოდ ცინიზმია. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ სააკაშვილსა და ბრეივიკს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია - ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააკაშვილმა კი შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავება. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 25 მარტს სააკაშვილმა დაწერა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო ნორვეგიის კონსერვატიული პარტიისგან ჯილდო მიიღო.

კომენტარები