საქართველო-ნორვეგია

გაოგნებული ვარ სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით – ნორვეგიის ელჩი

საქართველოში ნორვეგიის ელჩის, ჰელენ სანდ ანდრესენის თქმით, ის გაოგნებულია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ, ბერინგ ბრეივიკთან შედარებით. ამის შესახებ ელჩმა ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია". - აღნიშნა მთავარი არხის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ელჩმა. 


25 მარტს სააკაშვილმა დაწერა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო ნორვეგიის კონსერვატიული პარტიისგან ჯილდო მიიღო.

სააკაშვილის დაჯილდოებას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და მას ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა უწოდა

"გახსოვთ ნორვეგიაში ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა - დაახლოებით, იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს, იგივეა ჩემთვის".

კომენტარები