რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკი უკრაინას $2.5 მილიარდით დაეხმარება

დევიდ მალპასი

მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის $2.5 მილიარდის დამატებითი საგრანტო დაფინანსება გამოყო

მსოფლიო ბანკის ოფიციალური განცხადების მიხედვით, თანხები უკრაინის საკვანძო სექტორების გამართვას მოხმარდება, მათ შორის, ჯანდაცვის, სკოლების, საპენსიო ფონდის, დევნილების, სოციალური დახმარების პროგრამებისა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების დაფინანსებას. 

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ მსოფლიო კვლავ იმის მოწმეა, თუ როგორ ცდილობენ გაანადგურონ ქვეყანა და მისი ხალხი. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის მთავრობასთან და განვაგრძობთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას დაუყოვნებლივი აღდგენითი პროექტების საშუალებით". თქვა აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა. 

კომენტარები