რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სააკაშვილი: დღეს წყდება საკითხი საქართველო აზია არის, თუ ევროპა

საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის სამუდამოდ ჩაბარდება ისტორიას. ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენ ქართველები ამ მატარებელს წინ კი არ უნდა გადავეღობოთ, როგორც გვაიძულებენ, არამედ თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის NATO-ში და მიდის ევროკავშირში. დღეს წყდება საკითხი საქართველო აზია არის, თუ ევროპა. აზია არის ოლიგარქატი, დესპოტია, გაჭირვება. ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. 

ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი ქართველი ხალხის მიმართ გზავნილში. 

კომენტარები