რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის წლისთავზე პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი რუსეთ-უკრაინის ომიდან წლისთავზე კიევში ჩავიდა და უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან ერთად პატივი მიაგო უკრაინისთვის დაღუპულთა მემორიალს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი, პიოტრ მიულერი ავრცელებს. 

"რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი, მორავიეცკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის დასტურად კიევში ჩავიდა. 
ომის დაწყებიდან სულ მალე, 15 მარტს ჩვენ უკვე კიევში ვიყავით, რათა უკრაინა მარტო არ დარჩენილიყო". - წერს პიოტრ მიულერი. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეს პოლონეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკებს პირველად გაგზავნის. 

 

კომენტარები