R.Kelly

მოწმე R.KELLY-ს საქმეში: მომღერალი 13-14 წლის AALIYAH-ზე სექსუალურად ძალადობდა

BBC

R.Kelly-ს სასამართლო პროცესზე, მოწმემ სახელად ანჯელა ჩვენება მისცა. ქალის თქმით არენბი შემსრულებელმა იმ დროს 13-14 წლის რეპერზე, Aaliyh-ზე სექსუალურად ძალადობდა.

მოწმის თქმით კელის ერთ-ერთი ტურნეს დროს არასრულწლოვან რეპერთან ავტობუსში ჰქონდა სექსი. 2019 წელს იგივეს ამბობდა ტურნეს კიდევ ერთი მონაწილე, მოცეკვავე ჯოვანტე კანინგემი. 

ალიას კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ ის R.Kelly-მ შეამჩნია, მისი პროდიუსერი და მენტორი გახდა. 1994 წელს, როდესაც ალია 15 წლის იყო, ყვითელ ტაბლოიდებში გავრცელდა პროდიუსერისა და რეპერის ქორწინების მოწმობა, რომელშიც უკანასკნელს ასაკი 18 წლამდე ჰქონდა მომატებული. 2011 წელს კელის ყოფილმა მეგობარმა დაადასტურა, რომ ქორწილი ნამდვილად იყო და მას ახლობელთა ვიწრო წრე დაესწრო. რეპერი 2001 წელს 22 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.

არ კელი 2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ დააკავა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები