R.Kelly

R.KELLY-ის სექსუალური ძალადობის გამო, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8. R.Kelly

ამერიკელ მომღერალს, R.Kelly-ის ფედერალურმა სასამართლომ 6 სექსუალური ძალადობის საქმეზე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2021 წლის სექტემბერში მომღერალი R.Kelly ფედერალურმა სასამართლომ გამოძალვასა და ტრეფიკინგში დამნაშავედ სცნო. 

29 ივნისს, მისი განაჩენის გამოტანისას, აშშ-ს რაიონულმა მოსამართლემ, ენ დონელიმ აღნიშნა, რომ რეპერმა "სექსუალური ძალადობა იარაღად გამოიყენა".

ამასთან ერთად, Youtube-მა არენბი შემსრულებლის, R.Kelly-ს ორი ოფიციალური არხი დაბლოკა

კელი ჩართული იყო ტრეფიკინგში, რომელთა მსხვერპლებს პროსტიტუციას აიძულებდნენ. ასევე მუსიკოსს ბრალი დაუმტკიცდა გამოძალვის ცხრა ფაქტზე.

2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ არ კელი დააკავა. გამოძალვის ბრალდება ყველაზე მსუბუქია, იმ ჩამონათვალში, რომელიც მუსიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ წარადგინა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად R.Kelly-მ ასევე არასრულწლოვან რეპერზე, Alliyah-ზეც სექსუალურად იძალადა.

კომენტარები