R.KELLY სასამართლომ გამოძალვასა და ტრეფიკინგში დამნაშავედ სცნო

CNN

მომღერალი R.Kelly ფედერალურმა სასამართლომ გამოძალვასა და ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო. 

კელი ჩართული იყო ტრეფიკინგში, რომელთა მსხვერპლებს პროსტიტუციას აიძულებდნენ. ასევე მუსიკოსს ბრალი დაუმტკიცდა გამოძალვის ცხრა ფაქტზე.

2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ არ კელი დააკავა. გამოძალვის ბრალდება ყველაზე მსუბუქია, იმ ჩამონათვალში, რომელიც მუსიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ წარადგინა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად R.Kelly-მ ასევე არასრულწლოვან რეპერზე, Alliyah-ზეც სექსუალურად იძალადა. 

სასამართლო პროცესი გრძელდება, თუ რა სასჯელს გამოუტანს სასამართლო მომღერალს 2022 წლის 4 ივლისს გახდება ცნობილი.

საბოლოო განაჩენის გამოტანამდე R.Kelly წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები