რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მზად ვართ, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გავუგზავნოთ – შვედეთის თავდაცვა

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პალ ჯონსონი 
Reuters

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის თქმით, შვედეთი მზადაა, უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკები გაგზავნოს. 

"ჩვენ ღია ვართ ამისათვის და ამასთან, მჭიდრო დიალოგში ვართ, უპირველეს ყოვლისა, გერმანიასთან". – თქვა ჯონსონმა. 

გარდა ამისა, შვედეთი გეგმავს, უკრაინას Archer-ის საარტილერიო სისტემა გაუგზავნოს.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფინეთი უკრაინას თავდაცვის ტექნიკის მორიგ პაკეტს მიაწვდის. გადაწყვეტილება რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადებით 23 თებერვალს მიიღო. 

მეცამეტე სამხედრო დახმარების ფარგლებში, ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს. 

გარდა ამისა, 22 თებერვალს, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის პარლამენტში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მადრიდი უკრაინას მარტის ბოლოსკენ Leopard-ის ტიპის 6 ტანკს გადასცემდა.

კომენტარები