რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: კიევი ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად არ გამოიყენებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად არ გამოიყენებს. ამის შესახებ მან Sky News-სთან ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ ვიყენებთ იარაღს, რომელსაც პარტნიორებისგან ვიღებთ, რათა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმა მივაყენოთ". - თქვა კულებამ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა გარანტიის მიცემა, რომ უკრაინა დასავლურ თვითმფრინავებს და სხვა შორ მანძილზე მოქმედების იარაღებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად არ გამოიყენებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: "ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ გარანტია, რომ დასავლურ იარაღს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ".

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება, რადგან მათი აზრით, ეს გამოიწვევს უკრაინის საზღვრებს მიღმა კონფლიქტის გაღრმავებას.

კომენტარები