მე მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის თავისუფლების მოპოვება. იგივეა ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც. მაგრამ, მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ არამც და არამც, ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის კომპრომეტირების ხარჯზე. რომ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის კომპრომეტირება მოხდეს. მათი უდიდესი ნაწილი ძალიან დიდი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილებისაა - ამის ხარჯზე, ჩვენ არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს. ამ შემთხვევაშიც, კონკრეტულად, ძალიან გვაწუხებს მისი [მიხეილ სააკაშვილი] ახლანდელი მდგომარეობა და მომავალი ბედი. მაგრამ, მიზანი, რაც ამ შემთხვევაში პაციენტს გააჩნია, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, ამას არცერთ ვარიანტში ჩვენ ვერ დავუშვებთ.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
ჩხაიძე: პატიმრების მიზანი თავისუფლებაა – ვერ დავუშვებთ, კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს
tbl.ge/6a3b
დაკოპირდა

თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს.
კლინიკა ვივამედივივამედიზურაბ ჩხაიძემიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამიხეილ სააკაშვილის საქმე
ამავე თემაზე
- სააკაშვილი სასამართლოს გადადებაზე: პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე
- დეკანოიძე სააკაშვილზე: ისინი თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომ კიოდნენ - ჩამოდი მეგობარო!
- სააკაშვილი: უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით
- ევროსასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე – იუსტიციის მინისტრი
- ჩალაძე: სააკაშვილის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ