საგარეო ვაჭრობა

იანვარში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მეორე ადგილზეა თურქეთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 459 მლნ დოლარია (38.5%), ხოლო იმპორტი - 1 002.8 მლნ დოლარი (+25.2%).

2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (87.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (69.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (51.9 მლნ. აშშ დოლარი). 

2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (175.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (164.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (68.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (263.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (196.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (120.4 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია 104.3 მლნ. დოლარით (მთლიანი ექსპორტის 22.7%), მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8%), ხოლო მესამე ადგილს - ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2023 წლის იანვარში ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 92.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 86.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 82.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2%).

კომენტარები