პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთის საგარეო უწყებიდან გაათავისუფლეს МГИМО-ს კურსდამთავრებული თანამშრომლები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულია ყველა თანამშრომელი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუს მიერ პოლონური მედიისთვის, Polska Codziennie-ისთვის მიცემული ინტერვიუდან.

რაუს თქმით, პოლონეთის დიპლომატია "გათავისუფლებულია МГИМО-სგან". პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე ორი თვეა, რაც სამინისტროდან რუსული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გაათავისუფლეს.

ზბიგნევ რაუმ МГИМО-ს უწოდა საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი,რომელიც რუსული იმპერიალიზმისთვის სასარგებლო ინვესტიცია იყო.

კომენტარები