ჩინეთი-რუსეთი

უკრაინის ომის წლისთავის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა

ვანგ ი
aarthiknews

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი უკრაინის ომის წლისთავის წინ რუსეთს ეწვევა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ვანგ ი-ს ვიზიტი ევროპული დიპლომატიური ტურის ფარგლებში იგეგმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვანგ ვენბინის თქმით, ვანგ ი-ს 9-დღიანი მოგზაურობა, რომელიც ხვალ, 14 თებერვალს იწყება, ასევე მოიცავს საფრანგეთს, იტალიას, უნგრეთსა და გერმანიას, სადაც ის დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას.

"მინისტრის ვიზიტის მიზანი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების სიღრმისეული განხილვა, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ მწვავე საკითხებზე საუბარი იქნება". - დასძინა პრესსპიკერმა. 

გასულ წელს ჩინეთმა ომის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობები გააძლიერა. კერძოდ, 2022 წელს, რუსეთ-ჩინეთს შორის ვაჭრობამ $190 მილიარდი შეადგინა. ამავდროულად, ჩინეთი ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში პეკინს "კონსტრუქციული როლის" შესრულება სურს.

კომენტარები