არგენტინა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში არგენტინის მოქალაქეობისთვის ქვეყანაში 10 500 რუსი ორსული ჩავიდა

არგენტინის საიმიგრაციო სამსახურებმა გამოააშკარავეს ქალები რუსეთიდან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამშობიაროდ ბუენოს-აირესში ჩადიან, რათა შვილებს არგენტინის მოქალაქეობა მისცენ. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს

არგენტინის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არგენტინაში 10 500 რუსი ორსული ჩავიდა. საქმეზე სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს.

საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, 9 თებერვალს არგენტინაში ერთი და იმავე რეისით 33 ორსული ქალი ჩაფრინდა. მათი ნაწილი პასპორტის კონტროლის გავლისას შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ საზღვარზე ყველა მათგანი შეუშვეს. 

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს არგენტინაში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, რის გამოც ის რუსი ოჯახებისთვის პოპულარული ადგილი გახდა.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ისინი არგენტინას ტოვებენ და უკან აღარასდროს დაბრუნდებიან. ვერ დავუშვებთ, უსირცხვილოდ მოგვატყუონ, თითქოს ტურისტები არიან, როცა ასე არ არის". - თქვა საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი არგენტინაში "ომს გამოექცა". 

კომენტარები