მოლდოვა

მოლდოვის პრემიერმინისტრი, ნატალია გავრილიცა თანამდებობას ტოვებს

ნატალია გავრილიცა

მოლდოვის პრემიერმინისტრი, ნატალია გავრილიცა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან პარასკევს, 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მოლდოვას ევროკავშირის შიგნით ხელებგაშლილი მოელიან. მოლდოვას ჰყავს მეგობრები, მაგრამ მთავრობას იგივე მხარდაჭერა სახლში რომ ჰქონოდა, ჩვენ უფრო მეტად და სწრაფად წავიწევდით წინ". – უთხრა გავრილიცამ ჟურნალისტებს კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე. 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი უნდა დანიშნოს.

კომენტარები