აშშ-საქართველო

ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს შეხვდა

ამერიკის ხმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ქვეყნების თავდავის წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ ესაუბრნენ. შეხვედრის შესახებ დეტალებს ამერიკის ხმა ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების შესახებ აცნობა. 

"დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დავამტკიცეთ საქართველოსთვის საფრთხის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ შეძლოს, შედარებით მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა". - უთხრა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ში ვიზიტისას.

ოსტინმა, ამასთანავე, განმარტა, რომ საქართველო  უკრაინის თავდაცვის იმ საკონტაქტო ჯგუფის ნაწილია, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდა.

"დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს მნიშვნელოვან დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას". - შეხვედრის დაწყებისას თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. 

ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის თავდაცვისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანი".

"ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ერების გვერდით, ყველაზე საშიშ წერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო". - თქვა თავდაცვის მინისტრმა. 

აშშ-ს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, მინიმუმ, $132 025 000-ის გამოყოფას მოიცავს

კომენტარები