ჩილე

ჩილეში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, 979 დაშავდა

ჩილეში მასშტაბური ხანძარის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, 979 კი - დაშავდა. მთავრობის ინფორმაციით ტყიდან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

ოფიციალური ინფორმაციით, დაიწვა 40 ათას ჰექტარზე დიდი ტერიტორია. 

ხელისუფლებამ ქვეყნის სამ რეგიონში - არაუკანიაში, ნუბლეშსა და ბიობიოსაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებით ბევრი მსხვილი ფერმა და პლანტაციაა, რომლებიც ძირითადად ექსპორტზე გააქვთ. ასევე, ტყის მასივები. 

ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინა ტოჰას თქმით, ამინდი ხანძრის ჩაქრობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ამჟამად ტემპერატურა 40 ცელსიუსს აღემატება. 

მაღალჩინოსნების თქმით, ესპანეთის, აშშ-ს, არგენტინის, ეკვადორის, ბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა ჩილეს თვითმფრინავებითა და მეხანძრეებით დახმარება შესთავაზეს. 

კომენტარები