ევროკავშირი-უკრაინა

ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეიძლება წელს დაიწყოს

President.gov.ua

კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის არსებობს შეთანხმება 2023 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვისაუბრეთ და ვსაუბრობთ ახლა, როგორც ევროპული საზოგადოების წევრები და ვმუშაობთ, რომ ეს კანონიერად იყოს აღიარებული.

კონკრეტულად რაზე შევთანხმდით დღეს? არსებობს შეთანხმება, რომ წელს შესაძლებელია დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 

პარტნიორებს ასევე ესმით, რომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერა და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, განსაკუთრებით სანქციებით, როგორც ეს გავაკეთეთ გასულ წელს”. – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები