რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას შორი მანძილის GLSDB-ებს გადასცემს

GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი)

პენტაგონის პრესმდივნის, ბრიგადის გენერლის, პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინისთვის $2.175 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც შორი მანძილის GLSDB-ებსაც მოიცავს.

GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) არის მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელიც მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვაა შესაძლებელი და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.

“დღევანდელი პაკეტი მოიცავს კრიტიკულ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი ხალხის დაცვაში, ასევე მოიცავს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მეტ აღჭურვილობას, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს, მათ შორის, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას და რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის". – თქვა რაიდერმა.

გარდა ამისა, დახმარების პაკეტის სიაში შედის 2 HAWK-ის საჰაერო თავდაცვის საცეცხლე დანადგარი, 4 საჰაერო სამეთვალყურეო რადარი, არტილერიის საწინაამდეგო 20 რადარი, საზენიტო იარაღი  და მათთვის საჭირო შესაბამისი საბრძოლო მასალა.

კომენტარები