ევროვიზია 2023

2023 წლის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ირუ ხეჩანოვი იმღერებს

Aussievision

2023 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით ირუ ხეჩანოვი იმღერებს.

22 წლის მომღერალმა ევროვიზიის საგზური პროექტ The Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. 

ხეჩანოვი ჯგუფ ქენდის ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სიმღერას შეასრულებს მომღერალი მთავარ კონკურსში. 

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე 11 მაისს წარდგება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

კომენტარები