გირჩი-მეტი თავისუფლება

კობერიძე: ჩემი და ჩემი პარტიის გადაწყვეტილებაა – გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი

[ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის] სახელი მე არ დამირქმევია და ამ პასუხისმგებლობით უნდა ისაუბროს იმ ხალხმა, რომელმაც ასე დაარქვა. მე ვთანამშრომლობ იმაზე, რაც ფუნდამენტურია. [24 თებერვალს] ჩემთვის არის უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, ეს აქცია უნდა იყოს ასეთი. სხვა ყველაფერი, ვინც ვის რაც დაპირდება, იქნება პასუხისმგებლობა, რაზეც მერე მათ უნდა გასცენ პასუხი. ჩემთვის ეს არის აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, მსგავსი ტიპის ფუნდამენტურ საკითხებზე ჩემთვის ყოველთვის არსებობდა გაშლილი ხელი, არავის რომ არ დავუძახებივარ აქციაზე, იქაც კი მივდივარ ხოლმე, ვისიც არ უნდა იყოს. აქ გირჩი  თავისი პასუხისმგებლობით არის ჩართული იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. მაგრამ, ამის იქით, მგონია, რომ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ხოლმე მკაფიოობა, რა არის ის, რასაც  - რა არის ის, რასაც თქვენ ერთად შვრებით? აპირებთ, ერთი პარტია გახდეთ?  

ჩემი ფრონტი არის, გავზარდო ადამიანები, რომლებიც ენდობიან პოლიტიკოსებს და რომლებიც აზრს ხედავენ, ვიღაცას საერთოდ მხარს უჭერდნენ. იმის იქით სხვა მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაიმე შეცვალო. ჩემი მიზანია, ადამიანს ნიჰილიზმი კი არ გავუჩინო, ადამიანს დავანახო, რა ბერკეტი არსებობს, რომ რაღაცები შეიცვალოს. ასეთი ბერკეტი არის, რომ არცერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს და პოლიტიკურ სპექტრს არ მოუწიოს აჯაფსანდალის გაკეთება და მერე ამით გაპრანჭვა. ამის საშუალება, ჩემი აზრით, პირველ რიგში არის ბარიერის დაწევა და ამაზე ბრძოლა. მიიღწევა? მიიღწევა, არ მიიღწევა? არ მიიღწევა, მაგრამ მე ამ პროცესში ვიქნები, პირველ რიგში, მართალი და გულწრფელი. ამის იქით, ცხადია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან, ვინც ჩამოვთვალეთ. იმის იქით, ჯამში, უნდა გავარკვიოთ, ვიღაცას გვინდა, ყველა ერთი პარტია გავხდეთ თუ ჩვენი ხედვები და მიზნები გვაქვს. აქ მკაფიო გადაწყვეტილებაა ჩემი და ჩემი პარტიის -  გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრი, ცოტნე კობერიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები