ენმ

ხაბეიშვილი მელიას ჩანაწერზე: შეიძლება, თვითონ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი, შესაძლოა, ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა.   

დღეს, 31 იანვარს ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და გავრცელებულია "მეგობრული ჩეთიდან", რომელშიც თავადაც იყო. მისი სიტყვებით, ჩეთში ის, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია იყვნენ.  

"თამარ ჩერგოლეიშვილი ჩემთვის არ არის საინტერესო ადამიანი, არც მის Facebook პოსტებს ვკითხულობ და არც იმის კომენტატორი ვარ, თამარ ჩერგოლეიშვილი რას ამბობს. მიშა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო ვარ აქ და რეანიმაციაში რომ გადაიყვანონ, იმისთვის... მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს... 

თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტირება ჩემი საქმე არ არის, გულწრფელად გეუბნებით. ამიტომ, როცა ჩანაწერებზე საუბრობს, მეც იქ ვიყავი და აქ ვიყავი და ა.შ. შეიძლება, თვითონ გაავრცელა. საერთოდ არ მაინტერესებს, მართლა არ მაინტერესებს..." - ამბობს ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

24 იანვარს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ 2016 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 6 თვით წავიდა, რადგან "ჩერგოლეიშვილი და ბოკერია მიშას პარტიას ართმევდნენ".  

კომენტარები